Privacy Policy

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ფერმერებს და მექანიზაციის მფლობელებს მარტივად იპოვონ ერთმანეთი, მოახდინონ რეალიზაცია საკუთარი პროდუქციის,გააზიარონ გამოცდილება და ცოდნა,რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

ამ მიზნის მისაღწევად:

  • ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და ერთ პლატფორმაზე გთავაზობთ უამრავ სერვისს თქვენი ფერმერული მეურნეობის განვითარების და წინსვლისთვის;
  • ჩვენ ვზრუნავთ მარტივად იპოვოთ სასურველი მომსახურების მიმწოდებელი ან მომთხოვნი პირი მთელს საქართველოში;
  • ჩვენი პლატფორმის საშუალებით მოხერხებულად უკავშირდებიან ერთმანეთს აგრო სერვისის მიმწოდებელი და სერვისის მიმღები ფერმერები;
  • ჩვენ გვესმის თქვენი - ჩვენი პლატფორმის საშუალებით თქვენ მაქსიმალურად მოხერხებულად პოულობთ იმ სერვისს, რაც თქვენს დიდ თუ პატარა მეურნეობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რომ განვითარდეს.
  • ჩვენ პლატფორმაზე იხილავთ სრულყოფილ ინფორმაციას განთავსებული სერვისების შესახებ.
  • პლარტფორმაზე ასევე შეგიძლიათ განათავსოთ გასაყიდი პროდუქცია: მოსავალი,აგრო ტექნიკა და ცხოველები.

 

მუხლი 1. შესავალი

1.1. ეს წესები და პირობები, რომელიც შეიძლება დრო და დრო შეიცვლოს, ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელიც სარგებლობს ამ პლატფორმით.

1.2. ამ პლატფორმაზე მოხმარების წესები და პირობები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში.

1.3. თუ პირი ისარგებლებს პლატფორმაზე არსებული რაიმე სერვისით, იგულისხმება, რომ ის გაეცნო და ეთანხმება ამ წესებს და პირობებს.

1.4. ეს ვებგვერდი, მისი პროგრამული უზრუნველყოფა და თითოეული გვერდი ეკუთვნის ი.მ. „გიორგი ავჭალელს“ საინ.ნომერი 22001011422. მის. თეთრიწყარო. სოფ.მარაბდა

1.5. მომსახურების საბოლოო მიღება დამოკიდებულია სერვისის მიმღებსა და სერვისის მიმწოდებელს შორის შეთანხმებაზე, წინამდებარე პლატფორმა კი უზრუნველყოფს მათ ონლაინ დაკავშირებას.

1.6. კომპანია არ არის პასუხისმგებელი სერვისის მიწოდებაზე და მის ხარისხზე. ის არ არის სერვისის მიმღებსა და სერვისის მიმწოდებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხარე. პლატფორმა agromix.ge უზრუნველყოფს მხოლოდ მათ დაკავშირებას.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

2.1. პლატფორმა - ვებგვერდი www.agromix.ge, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების დაკავშირებას ონლაინ რეჟიმში.

2.2. მომსახურების / სერვისის მიმწოდებელი, პარტნიორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სერვისის მიმღებს ამ პლატფორმის საშუალებით სთავაზობს რაიმე მომსახურებას.

2.4. მომსახურების მიმღები, სერვისის მიმღები - პირი, რომელიც პლატფორმის საშუალებით ჯავშნის ან უკვეთავს სასურველ სერვისს.

2.5. მომხმარებელი - სერვისის მიმწოდებელი ან სერვისის მიმღები პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმის სერვისებით.

2.6. პირი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმარტებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2.7. კომპანია - ი.მ. „გიორგი ავჭალელი“ ს.ნ 22001011422    მისამართი: თეთრიწყარო,სოფ.მარაბდა.

2.8. მომხმარებლის ანგარიში / პროფილი - სისტემის მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პირადი გვერდი, რომელიც იძლევა პლატფორმის სერვისების დაუბრკოლებლად და სრულყოფილად მოხმარების საშუალებას და რომელიც ხელმისაწვდომია პირის რეგისტრაციის და ავტორიზაციის შემდეგ. პირადი გვერდი შეიცავს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ინფორმაციას, რომლის შეცვლაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

2.9. რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ პროფილის შექმნის მიზნით პირადი ან ორგანიზაციის მონაცემების მითითება.

2.10. ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული საფოსტოს მისამართისა და პაროლის გამოყენებით პროფილში შესვლა.

2.11. მხარე - სერვისის მიმწოდებელი (პარტნიორი) ან სერვისის მიმღები.

 

მუხლი 3. მომსახურების სახეები და ფარგლები

3.1. პლატფორმის საშულებით უზრუნველყოფილია სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების დაკავშირება.

3.2. მომსახურების მისაღებად სერვისის მიმღები პოულობს მომსახურების მომწოდებელს. მომსახურების საბოლოოდ მიღება კი სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის საბოლოო შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

3.3. პლატფორმაზე განთავსებულია 2 კატეგორიად,სერვისის მიმწოდებელი „მექანიზაციები“ და სერვისის მიმღები: “ფერმერები“

3.4. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის / მომსახურების გაცნობა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

მუხლი 4. რეგისტრაცია

მომსახურების მისაღებად და განსათავსებლად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის მოთხოვნას და პირობებს ცალმხრივად ადგენს კომპანია. რეგისტრაციის არქონა გამოიწვევს პლატფორმის სერვისებით სარგებლობის შეუძლებლობას ან შეზღუდვას, რაზეც კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 5. ანგარიშსწორების წესი სერვისის მიმღებისთვის

სერვისის მიმღებისთვის პლატფორმის მომსახურება უფასოა.

 

მუხლი 6. მომსახურების მიმღების უფლებები

6.1. მომსახურების მიმღები უფლებამოსილია გაეცნოს ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ყველა ინფორმაციას, მოიძიოს და დაუკავშრდეს სასურველი სერვისის მიმწოდებელს.

6.2. მომსახურების მიმღებს პლატფორმით სარგებლობისას არ აქვს არანაირი ფინანსური ვალდებულება კომპანიის მიმართ.

6.3. მომსახურების მიმღები უფლებამოსილია ვებგვერდზე განათავსოს პირადი ინფორმაცია.

6.4. მომსახურების მიმღები პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე და სიზუსტეზე.

6.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიმღების მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.

 

მუხლი 7. ხელშეკრულების დადება სერვისის მიმღებსა და პარტნიორს შორის

7.1. მომსახურების ხელშეკრულების მხარეები არიან პარტნიორი და სერვისის მიმღები, ხოლო პლატფორმ წარმოადგენს შუამავალს.

 

მუხლი 8. პასუხისმგებლობის გამორიცხვა

8.1. დამფუძნებელი არ არის პასუხისმგებელი იმ მოთხოვნებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას სერვისის მიმწოდებლებსა და მომსახურების მიმღებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისას, რადგან კომპანია არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე.

8.2. პლატფორმა და მისი დამფუძნებელი არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება დადგეს მომსახურების გამცემსა და მომსახურების მიმღებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისას, რადგან კომპანია არ არის ამ ურთიერთობის მონაწილე.

8.3. დამფუძნებელი არ არის პასუხისმგებელი პარტნიორის მიერ განთავსებული როგორც პირადი ასევე შეთავაზების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე, სერვისის მიწოდებაზე და მის ხარისხზე.

8.4. დამფუძნებელი არ არის პასუხისმგებელი სერვისის მიმღების მიერ განთავსებული პირადი ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე.

 

მუხლი 9. პლატფორმაზე არსებული პროფილის გაუქმება კომპანიის ინიციატივით

კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ცალმხრივად გააუქმოს არსებული პროფილი, თუკი არსებობს ნებისმიერი ერთ-ერთი პირობა:

) სერვისის მიმღებმა არ მიაწოდა კომპანიას სწორი საკონტაქტო ან / და სხვა ინფორმაცია;

) კომპანიამ ჩათვალა, რომ სერვისის მიმღები მოქმედებს არამართლზომიერად ან უკანონოდ.

 

მუხლი 10. ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრების უფლება ამ პლატფორმაზე, მის თითოეულ გვერდზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ეკუთვნის პლატფორმის დამფუძნებელსდამფუძნებელის თანხმობის გარეშე არავის აქვს უფლება, განახორციელოს მისი რეპროდუცირება, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება ან ნებისმიერი მასალის სხვაგვარად კომერციული ან / და არაკომერციული მიზნ(ებ)ისთვის დამუშავება.

 

მუხლი 11. ფორსმაჟორი

11.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების დროს, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით, რომელთა წინასწარ გათვალისწინებას და თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა შესაბამისი მხარე მიზანშეწონილი ზომების მიღებით და რომელთა დადგომისას მხარეები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, შეესრულებინათ წინამდებარე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.

11.2. ფორსმაჟორულ გარემოებებს მიეკუთვნება (მაგრამ არ შემოიფარგლება) ბუნებრივი მოვლენები: წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა, საომარი მოქმედებები, ომი, გაფიცვა, და სხვა დაუძლეველი ძალა, რაც შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულებას.

11.3. ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ამ წესით და პირობებით განაზღვრული ნებისმიერი ურთიერთობის მონაწილემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

მუხლი 12. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები

12.1. დამფუძნებელი უფლებამოსილია მიიღოს, დაამუშაოს და შეინახოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდა შუამავლობის ხელშეკრულების ფარგლებში.

12.2. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მკაცრად დაიცვას მეორე მხარისგან მიღებული ფინანსური, კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის კონფიდინციალურობა. ასეთი სახის ინფორმაციის გადაცემა მესამე პირ(ებ)ზე შეიძლება მოხდეს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამ მუხლის მომდევნო პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.

12.3. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მხარეთა კონფიდენციალური (მათ შორის პერსონალური მონაცემების) ინფორმაციის გამჟღავნება ან / და გადაცემა შესაძლებელია: საგადასახადო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, იურიდიულ კომპანიებზე, საზედამხედველო ორგანოზე, გარე აუდიტორული და საგადასახადო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, რომლებიც შესაბამისი სერვისის ფარგლებში უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ, გაეცნონ და შეინახონ სერვისის განხორციელების მიზნით საჭირო ინფორმაცია.

12.4. ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ ასეთი მისთვის გახდა ცნობილი ამ პლატფორმის საშუალებით. მიმართოს გონივრულ ქმედებებს იმისთვის, რომ არ მოხდეს მისი გამჟღავნება ან მესამე პირთა წვდომა ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის და მონაცემების არანაკლებ იმავე დაცვის და სიფრთხილის ხარისხით, რასაც ის ჩვეულებრივ იყენებს საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად. მომხმარებელი კონფიდენციალურ ინფორმაციას შეინახავს უსაფრთხო გარემოში, არ გაამრავლებს, არ გაამჟღავნებს და არ გამოიყენებს მას.

 

მუხლი 13. ცვლილებები და დამატებები, უპირატესობა

13.1. კომპანია უფლებამოსილია, ერთპიროვნულად, ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, მისი ნებისმიერი დანართი, ასევე სატარიფო გეგმა და მომხმარებლის რეგისტრაციის წესის პირობები.

13.2. ზემოაღნიშნული ცვლილებები ან / და დამატებების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ცვლილებების ან / და დამატებების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებით.

13.3. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მომხმარებლისთვის სავალდებულო ხდება 5 (ხუთი) დღის შემდეგ, ამ პერიოდის განმავლობაში თუ მომხმარებელი არ გამოთქვამს რაიმე სახის პრეტენზიას არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ავტომატურად ითვლება, რომ იგი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს.

 

მუხლი 14. შეტყობინება და კომუნიკაცია

კომპანია და მომხარებლებელი კორესპონდენციის წარმოების ან სხვა კომუნიკაციისას გამოიყენებენ ელექტრონულ მისამართებს.

 

მუხლი 15. მოქმედი სამართალი

15.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართული სამართლის შესაბამისად და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

15.2. ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით და პირობებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 16. დავის გადაწყვეტის წესი

კომპანიასა და მომხმარებელს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას, დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განახლების თარიღი: 20.09.2021

Icon