გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 აპრილის 10 საათიდან, 4 მაისის 24 საათამდე, ხოლო შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 13 მაისის 10 საათიდან, 28 მაისის 24 საათამდე ელექტრონული ფორმით (ვებ გვერდის rda.gov.ge მეშვეობით).

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს :

  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით :

  • სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.

  • შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;

  • ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა ან/და პროექტის დაფინანსების ალტერნატიული ფინანსური წყარო.

შენიშვნა : თანადაფინანსების სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გაყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ით თუმცა არაუმეტეს 500,000 ლარისა. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

შენიშვნა : გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დაფინანსდება ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოება.

შენიშვნა: შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ფოთსა და ბათუმში დაფინანსდება მარცვლეულის შემნახველი საწარმოები.

Icon